November 21, 2025

,,ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს"- თინა ბოკუჩავა

ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება რეჟიმის და მისი წევრების მიმართ ფინანსური სანქციებს დაწესების საფუძველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა იმ რეზოლუციას, რომლის შესახებაც სტამბულში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრობდა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტი „განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა რეჟიმისთვის, რამაც პროპაგანდისტული ისტერია გამოიწვია“. ამასთან, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე რეზოლუციის ტექსტის ვიზუალიზაცია მოახდინა და აღნიშნა, რომ ამგვარად საქართველოს მოქალაქეებისთვის სიმართლეს წარმოაჩენს.

„რუს-ქოცი“ პროპაგანდისტები ტირაჟირებენ ინფორმაციას, თითქოს რეზოლუცია, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობდი სტამბულიდან, საერთოდ არ იქნა მიღებული. გასაგებია, რომ „რუს-ქოცების“ რიგებში წერა-კითხვის პრობლემაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის მე მინდა, კიდევ ერთხელ, წარმოვადგინო სიმართლე და აღნიშნულის დემონსტრაცია ვიზუალური მასალით მოვახდინო, რათა იცოდნენ სიმართლე და არ გახდნენ „რუს-ქოცური“ დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.

რეზოლუციის ტექსტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა რეჟიმისთვის და ამან გამოიწვია პროპაგანდისტული ისტერია, რომელსაც ტირაჟირებდნენ „იმედი“, „პოს-ტვ“ და „რუსთავის 2“. ტექსტი პროპაგანდისტული ისტერიის საგანი გახდა იმიტომ, რომ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, „ევროპის სახალხო პარტიისა“ და თანამოაზრეთა ჯგუფიდან მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროპის საბჭოს „GRECO“ და „MONEYVAL“-ი იმისათვის, რომ გამოძიებული იყოს ივანიშვილის კორუფციული სქემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ, რეჟიმზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით. რეჟიმს, რა თქმა უნდა, სწორედ ფინანსური სანქციების ეშინია იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი რამ, რასაც ის უფრთხილდება და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისგან განსხვავებით იცავს, მისი ფულია და ამაზე მეტყველებს, მათ შორის „კრედიტ სუსითან“ არსებული დავა, სადაც ის 607 მილიონს ითხოვს და ამის გამო მთელი ქვეყანა ტყვედ ჰყავს აყვანილი. ამან გამოიწვია ის პროპაგანდისტული ისტერია, მაგრამ ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად ჩავთვალე აღნიშნული დოკუმენტაციის ჩვენება. ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთო-ს საპარლამენტოა ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ და თანამოაზრეთა ჯგუფის სახით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება რეჟიმის და მისი წევრების მიმართ ფინანსური სანქციებს დაწესების საფუძველი გახდება“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 67 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.