,,თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან"- გურამ მაჭარაშვილი
„თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე უკავშირდება მის [ბიძინა ივანიშვილის] პოლიტიკას, რომელიც მან აირჩია საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ამასაც ხომ ადრე შეფარვით საუბრობდნენ, მაგრამ ახლა აშკარად ამბობენ, რომ თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან. უკრაინის გზა რა არის – სამწუხაროდ ესაა ომის გზა, ლგბტ აღლუმების, ეკონომიკური ჩამოქცევის. ამაზე თქვა უარი ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომაც არის, რომ ადრე ფარულად, ახლა კი საჯაროდ ებრძვიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია, გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
