November 21, 2025

,,ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია"- თინა ბოკუჩავა

„ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა, ამიტომ ბრიუსელისგან „მორალის კითხვა საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის“.

რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესში ახლა არის ევროკავშირი და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან სრულიად დამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა.

„ეს არის რუსეთის ფედერაციის, პუტინის და ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ამ ომში უკრაინასთან აუცილებლად მარცხდება და გამოვა უფრო დასუსტებული, თუ არა დანაწევრებული, ვიდრე ის იყო, როცა ეს ომის დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

ამიტომ, მე,როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ საზოგადოების რიგითი წევრი, ნამდვილად ვისურვებდი საქართველოს დღეს, კრიმინალთა და მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ჩვენი მტრული სახელმწიფოს და ამ ომში აუცილებლად წაგებულის პოზიციაზეა, არამედ თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებშიც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 122 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.