"მიუხედავად საქართველოში მძვინვარე რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, ყოველთვის იარსებებს"- გიორგი ბარამიძე
მიუხედავად საქართველოში მძვინვარე მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, რაც არ უნდა იურიდიულად, ფინანსურად პრობლემები შეგვიქმნან, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ყოველთვის იარსებებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „ვარდების რევოლუციის“ 22 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, კარგად ჩანს, რა გააკეთა „ვარდების რევოლუციამ“, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც ყოველთვის იყო- საქართველოს ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ბრძოლის ფერხულში. მიუხედავად საქართველოში მძვინვარე მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, რაც არ უნდა იურიდიულად, ფინანსურად პრობლემები შეგვიქმნან, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ყოველთვის იარსებებს. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ერის კონსოლიდაციით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზნებს, რაც იმთავითვე იყო მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ქვეყნის გათავისუფლება, გამთლიანება და ამის გზა არის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.
რაც შეეხება შეცდომებს, ყველა სახელმწიფოს ყველა ეპოქაში აქვს შეცდომები, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხდება ის, რაც არავის მოგვწონს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, როგორ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა, კარგად ჩანს, ხარვეზებით, პრობლემებით, რა გააკეთა „ვარდების რევოლუციამ“, მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა გუნდმა მთელი ქართული პატრიოტული საზოგადოების ერთიანობის წყალობით“,-განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს, ბარამიძის თქმით, ეს საქართველოს გამთლიანებას და ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.
„ჩვენი გეგმები არის ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველოს დეოკუპაციისთვის, ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისთვის. იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც იმსახურებს ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორია და ჩვენი ამაყი ქართველი ერი. ეს აუცილებლად ასე იქნება მიუხედავად რუსეთის და მისი მოღალატე, მეხუთე კოლონისა, ვინც დღეს საქართველოში ბოგინობს. შეიძლება დღეს გვიჭირს, სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ერთიანობით ამ მიზნებს ერთად აუცილებლად მივაღწევთ“,-განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 22 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში საერთო სახალხო პროტესტის შედეგად, 23 ნოემბერს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა. "ვარდების რევოლუციამ" საქართველოში შევარდნაძისა და მისი გუნდის 11-წლიანი მმართველობა შეცვალა.
სიახლეები
- "თუ არ გვინდა, მეხსიერება გაგვინადგურონ, მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე"
- "თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა" - მეუფე შიო
- "საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე"
- "ევროპა ახლა ორი არჩევანის წინაშეა" - ვიქტორ ორბანი
- "უკრაინა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია"- შალვა პაპუაშვილი
