,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს” – შალვა პაპუაშვილი
,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
,,საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას PABSEC-ის წევრ სახელმწიფოებთან, მუდმივმოქმედ საერთაშორისო სამდივნოსა და BSEC-ის სხვა სტრუქტურებთან ორგანიზაციის საერთო მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
