,,ლონდონის სასამართლომ არა თუ გაამართლა ბიძინა ივანიშვილი, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი გადაწყვეტილება Credit Suiss-ის წინააღმდეგ"- ნინო წილოსანი
,,ყველა თვალნათლივ ვხედავდით, როგორ მართალია ის Credit Suisse-თან დაკავშირებულ საქმეში. ლონდონის სასამართლომ არა თუ გაამართლა ბიძინა ივანიშვილი, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი გადაწყვეტილება Credit Suiss-ის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დაემორჩილება თუ არა ეს ინსტიტუცია ამდენ რიგ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ ისევ გააგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი სანქციების გატარებას. ფაქტია, რომ Credit Suiss-ის ქეისი ერთ-ერთი ის არაფორმალური სანქციაა, რომელსაც დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები იყენებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
