,,ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა"- შალვა პაპუაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ არა გვამს.
მისი თქმით, ელისაშვილის ბრალს სამართლებრივად, უკვე სასამართლო შეაფასებს.
„ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. თუ არ უნდა, რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის. ეს იგივეა, ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი. მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველამ ვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვლელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებულებაც, სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამართლებრივ შეფასებას, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გააკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
