"უნდა ბიჭს რომ ჩავიდე?" - რას პასუხობს სააკაშვილი საქართველოში ექსტრადირების შესახებ შეკითხვას
უნდა ბიჭს რომ ჩავიდე? რა პრობლემაა - მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს
„უნდა ბიჭს რომ ჩავიდე? რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომელიც მისი ექსტრადირების საკითხს შეეხებოდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ „საოცარ პანიკაში ჩავარდა“.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ არერთხელ დაადასტურა, რომ თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.
„ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პოროშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გადმოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაცია მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ambebi.ge
სიახლეები
- ჭიათურაში უწყლოდ მოშიმშილე ორივე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- “ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით – არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია” - დონალდ ტრამპი
- წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში