,,ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს"- გიორგი ვოლსკი
„ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ევროკავშირის როლზე საუბრისას განაცხადა.
„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას თუ გადავხედავთ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო, იქ ძალიან ნათლად წერია, რომ ევროკავშირმა დაკარგა თავისი ფუნქცია – მომლაპარაკებლის, შემრიგებელი, ბალანსის დამყარების. ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს. ვენესუელას მოვლენებს თუ გადავხედავთ, ამ შემთხვევაშიც ნეგატიური მხარე გამოვლინდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
