„ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული ოცნება“ „ბიბისისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის პირველ დეკემბერს დიდი ბრიტანეთის საჯარო წყაროებიდან დაფინანსებულმა ტელევიზიამ BBC გამოაქვეყნა ფილმი და დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ მძიმე, საზიანო და კატეგორიულ ბრალდებებს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი „კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ. აღნიშნული ბრალდებები არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.
ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. გამოყენებული მასალების სანდოობის ხარისხი და მათი საზოგადოებისთვის წარდგენის ფორმა კი ააშკარავებს, რომ პუბლიკაციები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ნარატივის ფორმირებას, და არა აუდიტორიის ინფორმირებას ზუსტი, დაბალანსებული და სათანადოდ წყაროებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გზით. აღნიშნული ყალბი ნარატივი შემდგომში გავრცელდა და გაძლიერდა მრავალი მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის თუ შიდა პოლიტიკური აქტორის მიერ და გამოიყენება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ინსტრუმენტი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, BBC-ის ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ს. რაც შეეხება საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- რუსეთი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
