ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტმა თავისი ყოფილი სამსახურის პირდაპირ ეთერში დაადასტურა.
„რაღაც ახალი ეტაპია საჭირო, ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ. ბრძოლის იმ ეტაპისთვის უფრო დავინახე ჩემი თავი... იმ ბრძოლას, რომელზეც მე ვლაპარაკობ, უფრო სჭირდება გაცოცხლება, იმედი. უფრო სჭირდება რწმენა. მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო ამაში და მგონია, რომ ამას შევძლებ... მთელ ჩემს ძალას, ენერგიას, შემართებას, რაც მაქვს ჩავდებ ბოლომდე ამაში“, - თქვა ეკა მიშველაძემ.
მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა აღნიშნა, რომ აქვს „გარკვეული შეხვედრები“ და „მოლაპარაკებები“.
ეკა მიშველაძე „TV პირველის“ თანამშრომელი 2020 წელს გახდა. მანამდე ის წლები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკური ტოქშოუს უძღვებოდა, უფრო ადრე კი ამავე არხზე საინფორმაციო გამოშვებას.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
