,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს – ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” მიზანი საგნობრივი დისკუსიის გამართვაა წივილ-კივილის გარეშე.
,,ხელისუფლება განუწყვეტლივ არის დებატებში, რადგან პრემიერ-მინისტრი, მე, მინისტრები, დეპუტატები მედიასთან ინტერაქციაში ვართ. არ არსებობდა კითხვა, რომელსაც ჩვენამდე მათი ტელევიზიების გავლით მოიტანდნენ და პასუხს გავექეცით. საუბრის ნაცვლად, უნდათ ყვირილი, ძალადობა, ლოზუნგები. სამწუხაროდ, ეს არის, რაც საქართველოში ბრიუსელის დაფინანსებით ხდება – ზიზღი, ძალადობა წაქეზებული უნდა იყოს. რაც შეეხება პლატფორმებს, ჩვენი მიზანი არ არის, რომ დებატების დროს კორიდა გაიმართოს, ყვირილი და ჩხუბი იყოს. საგნობრივი დისკუსია უნდა იყოს წივილ-კივილის გარეშე. ნებისმიერი ასეთი ფორმატი მსგავს გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს.
ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ. რადიკალების კუთვნილი ტელევიზია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რადიკალების ტელევიზიები კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ამგვარ პარტიულ ტელევიზიაში ჩვენი მონაწილეობა განვიხილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
