,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
,,ამ ცვლილებების მიზანია, რომ ყველა დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს კანონის დაფარვის ფარგლებს მიღმა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ,,გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სპეკულაციები ბევრი გვესმის ამ კანონთან დაკავშირებით; არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
