,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს და ერთმანეთში ურევს საშინაო და საგარეო საკითხებს. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკური ფულის კონტროლზე, ვსაუბრობთ უცხოურ პოლიტიკურ ფულზე, ამას ნუ ვურევთ ერთმანეთში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
„ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს და ერთმანეთში ურევს საშინაო და საგარეო საკითხებს. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკური ფულის კონტროლზე, ვსაუბრობთ უცხოურ პოლიტიკურ ფულზე, ამას ნუ ვურევთ ერთმანეთში. კიდევ ერთხელ, გამოდით ამ გლობალისტური მიდგომებიდან, მორჩა, დამთავრდა ეს სამყარო. ეროვნულ ინტერესებზეა დღეს აწყობილი, ვინც მხარს უჭერს დღევანდელ გეოპოლიტიკურ მიმართულებებს, ყველა ხვდება, რომ უნდა მიხედოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, რასაც „ქართული ოცნება“ უკვე წლებია აკეთებს.
დღეს ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად წინ ვიყავით. პირველი – არაფერ შუაში არ არის შიგნით პოლიტიკური დაფინანსება, ეს არის უცხოური პოლიტიკური ფულის, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ფულის კონტროლი და პოლიტიკაში დახარჯული ფულის აკრძალვა საერთოდ.
მარტივი კითხვაა – რა არის თქვენი წარმოდგენა, როგორც მოქალაქის – აქ უნდა დაიხარჯოს თუ არა ფრანგული თუ სხვა ქვეყნების ფული ქართულ პოლიტიკაში? რა ესაქმება ჩვენს პოლიტიკაში ამ ფულს? ხომ ერთადერთი მიზანია გავლენა ჩვენს პოლიტიკაზე და უცხოურ გავლენას რა ესაქმება ქართულ პოლიტიკაში?
დღევანდელი სამყარო გვაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში საკუთარ ინტერესებზე აწყობს ყველა ამ გავლენას. ნუ ავურევთ ერთმანეთში მსხალს და ვაშლს – არის საშინაო და საგარეო საკითხები. ამაზე თუ ვთანხმდებით, რომ უცხოური ფული არათუ უნდა გაკონტროლდეს, არამედ უნდა აიკრძალოს პოლიტიკაში, პარტიულ პოლიტიკაში, რაც აკრძალულია კიდეც დიდი ხანია, მაგრამ ეს შემოვლითი გზები იყო.
რაც შეეხება შიგნით დაფინანსებას, კონტროლს და ა.შ. დიახ, ჩანს კიდეც და ვატყობთ, რომ იხარჯება უფრო მეტი ფული ზოგიერთი აქტორის მხრიდან, ვიდრე სინამდვილეში ჩანს და ამას სჭირდება შესაბამისი მიდგომა. კი ბატონო, ამ მხრივ იმედი გვაქვს, რომ თქვენც მხარს აგვიბამთ, რომ იყოს უფრო მეტი კონტროლი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
