"სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს"- მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტზე
სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ განახორციელებს 300 მილიონის ინვესტირებას, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები, ასევე, საპარტნიორო ფონდს აქვს 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება.
"პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია, ფოკუსირდეს რეალური საქმის გაკეთებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია