February 8, 2026

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.

 

„2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 96 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.