"სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირი მიგრაციის კუთხით დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას - რეალურად ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

“ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 67 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.