ნატო-ს გენერალური მდივანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერიოს ალიანსი ომში
თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები ირანის ინფრასტრუქტურაზე შემდგომ ესკალაციას და ალიანსის წევრ სახელმწიფოებზე პირდაპირ თავდასხმებს გამოიწვევს, ნატო შეიძლება, ჩაერიოს
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თავად ალიანსი პირდაპირ არ არის ჩართული ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ალიანსმა ირანთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტებს, რუტემ მიუთითა, რომ შესაბამისი სცენარები უკვე დეტალურად არის შემუშავებული.
ტელეარხ Newsmax- ის ცნობით , რუტემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა ჰიპოთეტურად აამოქმედოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ბლოკის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად ჩაითვლება.
„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ. ნატო-ს რანგში ახლა ჩვენ ვცდილობთ, 360 გრადუსით დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – აღნიშნა რუტემ.
განცხადება გაკეთდა ირანის ბალისტიკური რაკეტის ბოლოდროინდელი ინციდენტის ფონზე, რომელიც ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თურქეთის ტერიტორიაზე ჩაჭრა.
რაკეტის ნამსხვრევები ჰათაის პროვინციაში ჩამოვარდა, რამაც ანკარის მხრიდან მკაცრი რეაგირება და მოკავშირეებთან საგანგებო კონსულტაციები გამოიწვია.
სიახლეები
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
- ირანის ექსპერტთა ასამბლეა დღეს საგანგებო სესიის გამართვას გეგმავს
- თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს
- ირანის საზღვაო გემის ჩაძირვის ადგილას 87 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
