,,შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე"- შალვა პაპუაშვილი
„წერილი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის ძალადობაზე. შარშან მივწერე წერილი, სადაც ფაქტები გავუზიარე, როგორ ესხმოდნენ თავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორ იყო გამოყენებული ზიზღის ენა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მის წერილს ელჩი არ გამოხმაურებია.
,,მაშინ ვუთხარი, რომ ეს შეწყდება თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს, დაგმობს ზიზღის ენას და ძალადობას. ის არც გამომეხმაურა, უჯრაში ჩადო ალბათ ჩემი წერილი და ამ წერილიდან ორ თვეში ჩვენ ვნახეთ თავს, როგორ დაესხნენ მარიამ ლაშხს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მათგან მოწონებული, დაფინანსებული ადამიანები ზიზღის ენით და ძალადობის მუქარით.
ამიტომაც არ გმობენ 4 ოქტომბერს. სადმე მოისმინეთ, რომ ელისაშვილის მიერ სასამართლოს გადაწვის მცდელობაზე, რომელიმე ელჩმა დაგმო?! რომელმა უცხოელმა დაგმო? – არა! რატომ არ გმობენ იცით? – იმიტომ, რომ ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ“, – განაცხადა
სიახლეები
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
- ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა
- „როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ”- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული"- შალვა პაპუაშვილი
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
