"ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე დააფიქსირა
მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდა და მას მხარი დაუჭირა.
კახაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდელები ელიან ცვლილებებს, შენობების რეაბილიტაციას, ურბანულ განვითარებას. მისი თქმით ნებისმიერ დარღვევაზე აუცილებლად დაიწერება საჩივარი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე, "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან" კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
