ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე პუტინმა ორი გენერალი გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე პოლიციის ორი გენერალი გადააყენა. მათი გადაყენება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითხოვა.
პრეზიდენტმა მოსკოვის აღმოსავლეთ ოლქში შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი, ანდრეი პუჩკოვი და შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი იური დევიატკინა გაათავისუფლა. გარდა ამისა, სამსახურს ჩამოაშორეს პოლიციელები, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს.
გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ჩხრეკის დროს გოლუნოვის ზურგჩანთიდან მეფედრონის ხუთი პაკეტი ამოიღეს, ხოლო სახლის ჩხრეკისას კოკაინი და ელექტრონული საათი იპოვეს. პოლიციამ სახლის ჩხრეკის ცხრა ფოტო გაასაჯაროვა, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ გავრცელებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთი იყო გოლუნოვის სახლში გადაღებული. შეცდომა აღიარეს პოლიციაშიც. 9 ივნისს სასამართლომ ჟურნალისტს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა.
ივან გოლუნოვი ამბობს, რომ ის მისი საქმიანობის და ბოლო გამოძიების გამო დააკავეს, რომელიც დამკრძალავი ბიუროების ბიზნესს ეხებოდა. მისივე თქმით, მას რამდენჯერმე ემუქრებოდნენ.
ჟურნალისტის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. გოლუნოვის გათავისუფლებასა და საქმის სწორად გამოძიებას ითხოვდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საბოლოოდ კი, გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 11 ივნისს შეწყდა. საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო შეწყდა.
გოლუნოვის მხარდასაჭერად 12 ივნისს მოსკოვში საპროტესტო მარში მოეწყო. აქცია მოსკოვის მერიასთან შეთანხმებული. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ხელკეტი და წყალი გამოიყენეს. საპროტესტო აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
on.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში