"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ თქვენს ფორუმს ველოდებითო"

მე ვკითხე კიდეც, ხომ არ სჯობს ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ფორუმი, თუმცა მითხრეს, რომ ღონისძიება აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდესო,

- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

 

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ რუსული დელეგაცია არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა გარანტიები, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები.

 

„ჩვენ არ ველოდებოდით ასეთ ვითარებას, ორი გარემობიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ საკუთარი სტუმარ-მასპინძლობის დემონსტრირება მოახდინა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა - მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან დადებითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისა და რეიტინგის აწევაზე. იყო ასევე წერილობითი გარანტიები უსაფრთხოებაზე და სტუმარ-მასპინძლობაზე. მე ვკითხე კიდეც, ხომ არ სჯობს ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ფორუმი, თუმცა მითხრეს, რომ ღონისძიება აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდესო“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

 

ამასთან, რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, დელეგაციის წევრებს ასევე შესთავაზა ქართულმა მხარემ, რომ „საქართველოში მეუღლეებთან და შვილებთან ერთად ჩასულიყვნენ“.

 

წაკითხვა 1245 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.