"სახინკლეებს საპელმენე უნდა დავარქვათ, ხაჭაპური კი ჩვეულებრივი ღვეზელია"- რუსეთის კომპარტია
რუსეთის კომუნისტური პარტია რუსეთში სახინკლეებისთვის საპელმენეს დარქმევის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პარტიის თავმჯდომარის, იაროსლავ სიდოროვის განცხადებით, ინიციატივა საქართველოში შექმნილი "რუსოფობიური ისტერიის" პასუხი იქნება. მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები სახაჭაპურეებსაც უნდა შეეხოს. "ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სახინკლე, მათ საპელმენე უნდა დავარქვათ. ხაჭაპური კი ჩვეულებრივი ღვეზელია, მას ყველგან "პიშკა" და კექსი უნდა დავაწეროთ", - განაცხადა სიდოროვმა.
მან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კულინარიის პოპულარიზებაცმოითხოვა. "საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამზარეულოებს, რადგან ისინი მეგობრული ქვეყნებია, მათი კერძები უფრო გემრიელი და იაფია", - თქვა რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ.
პარტიამ ინიციატივით რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანო მიმართა.
რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა 8 ივლისს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.
imedinews.ge
სიახლეები
- ,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა
