"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე
FirstNews.ge გთავაზობთ ამირან სალუქვაძის ბლოგს:
ვუსმინე პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვკითხულობ სოციალურ ქსელში შეფასებებს პუტინის მიერ გადმოცემულ დამახინჯებულ ქართულ ისტორიასთან დაკავშირებით. ვერც კი გავიაზრეთ რა ნაღმი ჩაგვიდო.
დახარჯეთ ერთი საათი, ჯერ წაიკითხეთ, შემდეგ ნახეთ ქვემოთ მითითებული ვიდეოები.
იმდენად დიდია გაღიზიანება და შეურაცხყოფა, რაც პუტინმა ამ თავისი გამოსვლით ქართულ სახელმწიფოს მიაყენა, გადმოცემაც რთულია.
მიორმაგებს ამ გაღიზიანებას ის, რომ ვერ ვხვდებით რითი გვიპასუხა გინებაზე და რა ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა.
რომ დაგვიჩემებია ხოლმე "რბილი ძალა" და "ჰიბრიდული საფრთხეები" და ვატრიალებთ წამდაუწუმ, რბილად, დაცინვით, ღიმილით, თავზე გადაგვახია ისტორია და ვერ მივხვდით.
პირველი, რაც დაამტკიცა, ისაა რომ გავრილოვი კი არა, 450 ქვედა პალატის დეპუტატი, რომლებიც გუშინ იოგებს იფხრიწავდა ემბარგოს შემოღებაზე, სენატორები, ღუბერნატორები, მინისტრები, ტელეწამყვანები, ექსპერტები, არიან ერთი დიდი ცარიელი ადგილი. მოისურვა და ცალი თითით გადაწყვიტა საწინააღმდეგო.
ჯერ ანტიქართული ყიჟინა დაიწყო, როცა ტურისტული რმბარგო გამოგვიცხადა. პუტინის მიერ "ქართველი ხალხის სიყვარულის" ხსენებაზე, უცებ გადაატრიალეს ფირფიტა, საქართველოში სხვა ქართველებიც არიანო, ხოლო ისტორიის პუტინისეული ვერსიის გაჟღერებას, როსია24-ზე უმალ მოჰყვა სიუჟეტი/ფილმი საქართველოს დამახინჯებული ისტორიის შესახებ (იხ. ვიდეო სტატიის ბოლოში).
მეორე, რასაც მიაღწია, მოიგო აქაური პრორუსული ძალების გული, რა მაგარი პოლიტიკოსიაო. ვუსმინე ერთ-ერთ ლიდერს (ლიდერი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია მასთან და ბევრთან მიმართებაში), პუტინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა დიდი პოლიტიკოსი არისო. დანარჩენი ფანები ალბათ გასკდნენ გუშინ ყანწების სმით და პუტინის ქება-დიდებით.
და მთავარი...
პუტინმა გუშინ დაიწყო მზაკვრული, ყველაზე ბოროტი ომი, - ისტორიის გადაწერა. ამ საქმეში მას საქართველოშიც ჰყავს დამხმარეები, მ.შ. სოციალურ სივრცეში. მანამდეც დავეხმარეთ კოდორის გაუქმებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენით.
დღეიდან ისტორიული მასალების ფრიალი მოგვიწევს იმის სამტკიცებლად, სადაა სიმართლე.
ეს მხოლოდ დასაწყისია. გადაწერენ ისტორიის სახელმძღვანელოებს, ადამიანების მეხსიერებას, შექმნიან ახალ თაობებს, რომლებიც სხვა ისტორიაზე აღიზრდებიან.
ეს ოკუპაციის, ომის ახალი ფაზაა, გაცილრბით მზაკვრული, ვიდრე ტყვიებით და ტანკებით.
ხომ გახსოვთ ფილმი "რეკორდი", "შემაგინე და გესვრიო"? შეაგინა დურუმ. პუტინმაც გვესროლა, ოღონდ, არა დურუს, არამედ მთელ ერს, ტყვიაზე უარესი, დამახინჯებული ისტორია და მოგვიგდო კუჭის ამოსაქოლად, ნახევარი ემბარგო უკან.
ბედნიერები უნდა ვიყოთ ქართული სასმელის მფლობელი რუსული კომპანია "ბორ-ჟ-ომს" რუსულ ბაზარზე თუ შეიტანს.
ღირდა ერთი დეპუტატის მყრალი საჯდომი იმისათვის, რომ რუსეთთან ისტორიით ომის ფაზაში შევსულიყავით? თუ ასე სჯობდა, მაშინ რატომ გავუუქმეთ ვიზები, რატომ დავიწყეთ კულტურული კავშირები, რატომ შევუშვით WTO-ში?
ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.
გამოფხიზლების დროა!
** ** **
21-ე წუთზე იხილეთ როსია24-ისეული საქართველოს დამახინჯებული ისტორია (პუტინმა რომ თქვას საქართველოს დედაქალაქი ცხინვალი იყოო, ესენიც გაიმეორებენ):
მოუსმინეთ სიუჟეტს აჭარის შესახებ და ფანებმა შეაფასეთ:
პუტინისეული საქართველოს ისტორია:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3059151950769588&id=100000244408994
უკვე რაღა აზრი აქვს, მაგრამ მოუსმინეთ ქვედა ბმულზე ირაკლი კობახიძის მიმართვას ასამბლეისადმი. რაიმე არასწორად უთხრა? არ ეთანხმებით? ეს ისე, იმის აღსაქმელად რა მიზანი ჰქონდათ ალბათ და რა მივიღეთ ურა/ცრუ პატრიოტიზმით. შეიძლებოდა სხვაგვარად მოგვარება, ერთად დადგომა, მაგრამ მაშინ რევოლუციური ფონი ვეღარ შეიქმნებოდა.
https://www.facebook.com/2167628580128133/posts/2895763457314638/
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი