"ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას"
ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას ,
- ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებისა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას ვხვდებით.
„ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვისმენდეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებს ან ჩამოყალიბებულ,თუნდაც მოკლევადიან ანტიკრიზისულ გეგმას, ვხედავთ მხოლოდ სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ძალიან სუსტ არგუმენტებს, რომ ლარის დევალვაცია არის საზოგადოების პროტესტის შედეგი ან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირების“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, ასევე არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევებია. გამოსავალი კი, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი და კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა უნდა იყოს.
"საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს და ახსოვს, რომ აქციები ქვეყანაში თვეების განმავლობაში იმართებოდა და ასეთი რამ ეროვნულ ვალუტას არ დამართნია. ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა 2008 წელს. რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს, ტურისტების ზრდის მიუხედავად, ლარი უფასურდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, აქ სხვა მიზეზებზე უნდა იყოს საუბარი, რატომ მცირდება ინვესტიციები და ვერ ხდება ეკონომიკის სტიმულირება და დივერსიფიცირება, რატომ არ არის ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა, რატომ ებრძვის ხელისუფლება მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს და მედიას,რატომ მიიტანა იერიში ყველაზე დიდ საბანკო სტრუქტურაზე და კონკრეტულად ბიზნესმენებზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე მყავს მხედველობაში. ეს ფაქტორები და ამას დამატებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევები ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე და ლარი არის ამის მთავარი ინდიკატორი. ამიტომ გამოსავლის ძიება გადაბრალებაში არ არის. გამოსავალი არის კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი, კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა. ხელისუფლება უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ის გუნდი, რომელიც ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"