"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ მედიის მონოპოლიზაცია, ამიტომ რაც მეტი ტელევიზია, რაც მეტი ინფორმაციის მიღების ცენტრი შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები"

- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დავით კეზერაშვილის განაცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - ხუხაშვილი

 

„თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა მიეღო ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილება, რადგან დიდ საფრთხედ მიაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია. ამიტომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად აფუძნებს ახალ სატელევიზიტო პლატფორმას, რომელიც "გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, ან რომელიმე ინტერესთა ჯგუფს და ელიტურ ერთობას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლებისა და პროგრესის ხმას ქვეყანაში. დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"არავისთვის დასამალი არ არის, რომ კეზერაშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს და ალბათ მათთან ერთად უნდა მოვიაზროთ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მედიის მონოპოლიზაცია და მისასალმებელია, რაც მეტი ტელევიზია, რაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების ცენტრი შეიქმნება. სამწუხაროდ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა სარეკლამო ბაზრის სიმცირის გამო ძნელია, მაგრამ ისეთი ტელევიზია უნდა შეიქმნას, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მაყურებელს პასუხობს. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს და მის მომავალს, დღეს ამ ტელევიზიის ბედი ბუნდოვანია, მისი არსებობა-არარსებობის საკითხი დგას. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ქიბარ ხალვაში ტელევიზიას აამუშავებს. არხის დამფუძნებელების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის პოზიცია გამრთლებულია, ისინი სწორ გზას ადგანან, კომპრომისი დაუშვებელია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების საკითხს, ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა, მთავარია რა პროდუქტი იქმნება ამ საწარმოში. ფაქტია, რომ პროკურატურა ახდენს მოვლენების მაქსიმალურ დრამტიზირებას, იძიებს საქმეებს, მაგრამ ბოლომდე არ მიჰავს. მაგრამ საქმე იცით, რაშია, "რუსთავი 2" კი არ იყო მთავარი პრობლემა და ვერანიარად ვერ დააზიანებდა საზოგადოების განვითარებას 10-დან 9 ტყუილი რომ ელეპარაკა. ვერც იმით, რომ ოპოზიციის ინტერესს წარმოადგნედა. საშიში არ არის მედია და ოპოზიცია, საშიში არის მედია და ხელისუფლება, ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების ნებისმიერ განუკითხაობას შეფუთავს" - აცხადებს "რეზონანსთან" გია ხუხაშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 866 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.