"ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს კონფერენციას დაესწროს?"

მინდა მოვისმინო, მნიშვნელოვანი თემაა განსახილველი და შემდეგ მინდა მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი გამოსვლა, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელსაც თბილისში, ჯონ მაკკეინის ინსტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება სურდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ინაშვილი მიწვეული არ ყოფილა, ის მიიჩნევს, რომ მასზე დასწრების სრული უფლება აქვს, რადგან პარლამენტის ვიცე-სპიკერია.

 

"დაპატიჟებული არ ვიყავი, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მაქვს უფლება მოვიდე, გავაკეთო მოხსენება, მივიღო მონაწილეობა და მოვისმინო. ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება დაესწროს კონფერენციას? საქმე იმაშია, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსზე", ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს. მე კონკრეტულად ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და მინდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაკეთო განმარტება და ავხსნა ვინ ვართ ჩვენ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

ამასთან, სამართალდამცავებმა „ობიექტივის“ ჟურნალისტი გიორგი კასრაძე საერთაშორისო კონფერენციიდან განარიდეს.

 

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, ირმა ინაშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი სთხოვდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ამ დროისთვის ღონისძიებას ესწრება.

წაკითხვა 691 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.