"მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი" - სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე

სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.

 

ზურაბიშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა.

 

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ არეული იყოს, მითუმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 1644 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.