პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, უმრავლესობას კითხვები ექნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის დღის წესრიგში საგარეო მიმართულებით დგას. მისი განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად კითხვები დაისმება დავით გარეჯთან მიმართებაში.

 

 

რაც შეეხება ლავროვი -ზალკალიანის შეხვედრას, ქაცარავა ამბობს, რომ აღნიშნულზე სავარაუდოდ, კითხვები ექნება ოპოზიციას, რაც გასაკვირი არ არის,“უმრავლესობამ კი თუ რას ემსახურებოდა შეხვედრა, არაერთი კომენტარი უკვე გააკეთა და მათ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას უკვე მიაწოდეს“.

 

 

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “მინისტრის საათს” ყველა შინაარსობრივი განხილვისთვის გამოიყენებს. ეს არის კიდევ ერთი ინსტურმენტი იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, ყველა იმ საკითხზე, რაც საგარეო მიმართულებით დღის წესრიგშია. ხანგრძლილი დისკუსიები გვექნება და შესაბამისად, კითხვები ყველა მიმართულებით გვექნება, რაც ჩვენ დღის წესრიგში არის, მათ შორის ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებს, აშშ-სთან თანამშრომლობას, აბსოლუტურად ყველა საკითხთან მიმართებაში, რაც საზოგადოებას აინტერესებს”,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

„მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

 

 

წაკითხვა 469 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.