"ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ... მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი"
რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და რაღაც დროში გაწელილი ეპოპეა, მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ კენჭისყრის შედეგების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მთელ საზოგადოებას გააწნა სილა.
„ყველა, ვინც ახლა ტელევიზორებთან არის და უყურებს მათ უთხრეს: თქვენ ხართ არარაობაო. ამათ უნდა გაეცეთ ადეკვატური პასუხი. კონსულტაციები გაიმართება და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და რაღაც დროში გაწელილი ეპოპეა, მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და შესაბამისად, საზოგადოებამ, რომელიც მართალ პოზიციაზე არის, როგორ შეიძლება თვალი გაუსწოროს ამ უნამუსობას? მაშინ შევთანხმდეთ, რომ ეს ადამიანის არის თბილისი, საქართველო და რასაც უნდა აკეთებს, ნამდვილი ფეოდალია. მე მგონი ამას არავინ მიიღებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
