"მათ გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება თქვას, რომ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა ვჭირდებოდით - ბოდიში ყველასთან, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია"
მათ გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით - ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„მე, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა და ამავე დროს „კონსერვატიული ფრაქციის“ წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების და თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენი იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც საქართველო ბოლო 8 წელია იმყოფება, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა შესაძლებლობა, მომხდარიყო მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით - ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მხარი არ დაეჭირათ საკონსტიტუიციო ცვლილებისთვის. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავზარალებულვართ პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ „რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ, ამაზე პარტიის კომიტეტი ყრილობაზე იმსჯელებს“.
ამასთან, როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, უმრავლესობის დატოვების შესახებ წინასწარ არავისთვის უცნობებია.
რაც შეეხება დეპუტატის მანდატის დატოვებას, ძიძიგურმა განაცხადა, რომ ამას არ აპირებს.
„მანდატი რატომ უნდა დავტოვო? პოლიტიკურ სარბიელზე თუ აპირებ დარჩენას, მანდატის დატოვებაზე უფრო დიდი სისულელე არაფერია“, - განაცხადა ძიძიგურმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
