ლაშა ბაქრაძე: 30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, აქ ვდგავართ
ისტორიკოსის, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის თქმით, საზოგადოება მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია ასევე პარტიული ლანდშაფტიც, თუმცა მათ მაინც იპოვეს გამაერთიანებელი.
ლაშა ბაქრაძის განმარტებით, სწორედ ეს გამაერთიანებელია სურვილი იმისა, რომ ხალხი პარლამენტში ისეთი არჩევნებით შევიდეს, რომელსაც ყველა ენდობა:
„30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველასთვის, აქ ვდგავართ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ხმა გაგონილი იქნას იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ყველას. ისეთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანი იპოვის სამართალს, ისეთი ქვეყანა, რომელშიაც ყველა იქნება წარმოდგენილი და არ იქნება სადღაც ქვედა ფენები და ზედა ფენები, სადაც არ იქნება გაჭირვებული ადამიანები, სადაც ყველას ექნება თავისუფალი გამოხატვის საშუალება.
ის, რომ დღეს, როგორც გავიგეთ, რეგიონებში ტელევიზიები გამორთეს, არის მაჩვენებელი იმისა, რომ არ უნდათ გაიგონ თავისუფალი ხმა ხალხის და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ“, - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ. მისი თქმით, პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვით, „ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ერი და ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს მომავალი“, - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოაწყვეს.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
