"ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა"
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვა.
ამისთვის იმდენად მძლავრი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა, როგორიც იყო 2003 წლის ნოემბერში, ან 2012 წლის ოქტომბერში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მათ კოორდინირებული მოქმედებები აკლიათ, „ხელისუფლება კი, საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს“.
„გუშინდელმა დღემ აჩვენა ის, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალის დემონსტრირება და გააგრძელა ის პოლიტიკა, რაც ჰქონდა 20-21 ივნისს. გზავნილი ასეთია - ისინი გამოიყენებენ ძალას, როცა საჭიროდ ჩათვლიან.
ხელისუფლებამ გუშინ მიტინგი არ დაარბია, გაწმინდა. კი ბატონო, დაშავდნენ ადამიანები, მაგრამ გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი ვინ აძლევს ამ რეკომენდაციებს, მაგრამ საკმაოდ ჭვიანურად მოქმედებს ხელისუფლება, რათა არ შეიქმნას აზრი, რომ ის მიტინგებს არბევს.
ხელისუფლება ვერ გრძნობს საფრთხეს, ოპოზიცია ამას უნდა მიხვდეს და უნდა დაიწყოს გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის, რომ მოსახლეობაში შექმნას სხვა რეალობა. იმით, რაც რუსთაველზე კეთდება, ეს არ შეიქმნება. პერმანენტული აქციები თუ გაგრძელდა, მას ექნება ისეთივე დასასრული, როგორიც ჰქონდა 2009 წელს. დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებაში იყვნენ იმ დროს და უნდა ხვდებოდნენ ამას.
ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ოპოზიცია და მათი დღევანდელი ლიდერები რაიმეს შეცვლას, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ჯამურ ამომრჩეველს ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დროშის ქვეშ არ გაერთიანდება, ესეც უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, რომ შედეგი მიიღოს,“- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
