,,ქართულმა ოცნებამ’’ დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა,
,,ქართულმა ოცნებამ’’ დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მან სხვა ლიდერებთან ერთად ,,ლელოს’’ საერთო პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ ერთადერთი გონივრული გამოსალი მომავალი არჩევნების გერმანული საარჩევნო მოდელით ჩატარებაა.
"დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობის და არასტაბილურობის კერების შექმნა.
სავალალოა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’, რომელმაც თავად შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის.
ვინაიდან ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების ჩატარებას გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას.
ამ მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში,’’ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
