"ამნესტი ინტერნეიშენალი": უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების უფლებებს
„ამნესტი ინტერნეიშენალი - ამერიკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი დენიელ ბალსონი, 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის უფლებას.
„ტვიტერის“ გვერდზე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი წერს: „მაშინ, როდესაც პოლიცია საქართველოში დემონსტრანტების საპროტესტო აქციას შლის, „ამნესტი“ მკაფიოდ აცხადებს: უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების უფლებას, შეიკრიბონ მშვიდობიანად და გამოხატონ უკმაყოფილება“.
დენიელ ბალსონი ასევე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს: აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
„თანამდებობის პირები საქართველოში, მაგალითად, გიორგი გახარია, ან აშშ-ში საქართველოს საელჩო, უნდა ხვდებოდეს, რომ მოვლენებს თბილისში აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება“.
მაგალითად ბალსონს კონგრესმენ ადამ კინზინგერის „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადება მოჰყავს, რომელიც 15 ნოემბერს წერდა, რომ „შოკირებული და იმედგაცრუებული“ იყო საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირების შეუსრულებლობით. „საქართველოს ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერდა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი 15 ნოემბერს.
26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
