"სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის ოპოზიცია" - ირაკლი კობახიძე
სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, როდესაც აქციის მონაწილეთა მიერ პრეზიდენტის სალობიეში ყოფნის გაპროტესტებას გამოეხმაურა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიცია მიხვდა, სად უნდა მისულიყო.
„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ",- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
