"შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს" - რამაზ საყვარელიძე

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვა კახა კალაძისთვის მიუღებელია და აქტივისტებს ურჩევს ლოკაცია შეცვალონ, რაზეც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ უნდა აუხსნას თავის მომხრეებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება "ქართული ოცნების" ინტერესშივე არაა. მისივე თქმით, აუცილებელია აქივისტებმა პროტესტის სხვა ფორმას მიმართონ იმისათვის, რომ დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს - საყვარელიძე

 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს არეულობის მოწყობაში; მისივე თქმით მიმდინარე პროცესების ლობირება სწორედ ოპოზიციის მხრიდან ხდება იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება. „ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება," - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ორ ბანაკს შორის დაპირისპირება. მისივე განცხადებით, პროცესები საკმაოდ ცხელ და საშიშ ფაზაში შევიდა. „დაპირისპირება რომ არის, ფაქტია. პარლამენტს ბოქლომებს ჰკიდებდნენ და შესასვლელს კეტავდნენ. ანალოგიური ტიპის მოვლენა მიდის პარტიის ოფისთან. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ერთი და იგივე პოლიტიკური სტილია, რომელიც ქუჩის ძალაზეა ორიენტირებული. ამ ხალხის ერთმანეთთან მიშვება ისეთ აფეთქებას გამოიწვევს, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს. „ხელისუფლებას ადრეც მოუხერხებია, რომ შუაში ჩამდგარა და მხარეებისთვის ფიზიკური შეხების საშუალება არ მიუცია. მგონი იგივე უნდა გააკეთოს ახლაც. „სიტყვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ სათქმელი უნდა ითქვას, მაგრამ კარის ჩაკეტვა იქნება თუ სხვა, ეს უკვე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აღარ არის - ეს დაძალებაა. ანალოგიები ევროპაშიც არის, მაგრამ იმის ანალოგიები არის ასევე, როდესაც უბრალოდ გამოხატავენ და მეტი არაფერი. პოზიციის გამოხატვის უამრავი ვარიანტია და შეიძლება ეს არ იყოს პარტიის ოფისთან ან პარლამენტთან, იყოს ისეთ ადგილას, სადაც არავის შეზღუდავენ”, - დასძენს გამოცემა.

 

 

"ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა მიიღო. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს ფიზიკურ შეხებას და ჩადგეს შუაში. ამ აზრმა გაიელვა ვოლსკის განცხადებაშიც, რომ ნებისმიერი მხრიდან დაწყებული და ინიცირებული არეულობა „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. „თავად „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ეს პროცესები მისთვისაც არასასურველია. ეს უფრო მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული და მომხრეებისთვისაც ნათქვამი," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

წაკითხვა 543 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 04 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.