“ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”
“დღეს სამწუხაროდ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ამ 7 წლის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა სხვა არავინ არსებობს.
ერთმანეთისთვის თავპირის დალეწვა ამ ორი პარტიის დღის წესრიგია. ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არც წასული უნდა გვინდოდეს და არც აწმყო, რადგან აწმყო ძალიან დაემსგავსა წარსულს”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა, მაგიდა ააყირავა” - გია ხუხაშვილი.
“ოცნება” და “ნაცმოძრაობა”, ერთ ძალად ჩამოყალიბდნენ. თვლიან, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არიან და ყველამ მათ თავპირის მტვრევას უნდა უყუროს. ეს ძალიან კარგი ინდიკატორია. საზოგადოება ხედავს, რომ არც ერთსა და არც მეორეს სხვა ენაზე საუბარი არ შეუძლიათ, ამიტომაც უნდა გააკეთოს ალტერნატიული არჩევანი. ასე რომ, პოზიტიურადაც შევხედავდი ამას. ისინი ერთმანეთს აბრალებენ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას - აბა, რას იზამენ, თავისით ხომ არ დაიბრალებენ? - ესენი ყოველთვის ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს... ამ კრიზისში კი ვინ გადაგვჩეხა? - რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი დანაპირები უკან წაიღო, რითაც სიტუაციის აფეთქება მოახდინა, მაგიდა ააყირავა. ამ პროტესტს ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, ეს პროტესტი აქვს ყველას, ყველა სამოქალაქო ჯგუფსა და პარტიას, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ თავპირის მტვრევაში. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროტესტი დაიყვანოს “ნაციონალური მოძრაობის” დონეზე, თითქოს მხოლოდ ისინი აპროტესტებენ, სინამდვილეში ასე არ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ხელისუფლება მოიქცა ძალიან მძიმედ. დღევანდელ კრიზისზე მთლიანად ის არის პასუხისმგებელი. ამ დაპირისპირების პროვოცირება მან დაიწყო იმით, რომ უკან წაიღო თავისი დანაპირები. რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელს, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა, ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ამ პროექტს პერსპექტივა არ აქვს, რადგან ეს ანტიკონსტიტუციურია - ამაზე ლაპარაკობს გია ვოლსკი, ძალიან კომპეტენტური კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძის საპირწონედ... ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის კონსტიტუციური და რა არა. მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება და ამის ერთადერთ ინსტუმენტად მაჟორიტარული არჩევნების დატოვებას განხილავენ”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “რა მოხდება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი უარის შემთხვევაში?” - პასუხობს:
“ვითარება ისედაც დაძაბულია. ეს დაძაბული ვითარება გამოვა თუ არა კონტროლიდან, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, რომ კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე. ამას მიაღწია ხელისუფლებამ”.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო