"ხელისუფლება არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, არც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატივას"
“ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზება და ცდილობს გაითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის”,
- ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრადამჭერებს შორის დაპირისპირებას, რომელიც რეგიონებში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ხელისუფლების მიზანი მაქსიმალური პოლარიზებაა” - დავით ზურაბიშვილი.
“ამ საპროტესტო აქციებით ხელისუფლება კი არ იცვლება, ეს არის ზეწოლის ფორმა, რომ ხელისუფლებამ დაგვიბრუნოს ის, რაც დაგვპირდა და შემდეგ გადაგვაგდო, პროპორციული არჩევნები. ეს არის ამ საპროტესტო აქციების მიზეზი და ზეწოლის საშუალება. არც ერტი პარტია არ გაიზიარებს ხელისუფლების დამხობას, საერთო მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები, თუ ამას დამხობა ჰქვია, არ ვიცი. ხელისუფლება ცდილობს გაითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, სინამდვილეში ასე არ არის. არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზაცია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირა თავის ზონდერ ჯგუფები და ის ხალხი, რომელიც დასაქმებული ჰყავს. უხდის პრემიებს და ცოცხებთან ერთად ბოთლსაც თუ ჩაგარტყამს, შეიძლება პრემიაზე დანამატი მიიღოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ხელისუფლებას შევთავაზეთ, გაეგზავნა ვენეციის კომისიაში, მაგრამ ცივ უარზე არიან, იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ახლა სახალხო დამცველი აგზავნის ეუთოს სტრუქტურაში. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება დათანხმდება ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, აქციებიც დასრულდება და მოვემზადებით არჩევნებისთვის. წინაამღდეგ შემთხვევაში აქციები და ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდება და პარალელურად მოვემზადებით არჩევნებისთვის. რაც შეეხება ხელისუთლების ბრალდებას, თითქოს გერმანულ მოდელზე მხარდაჭერას მოსკოვში ვეძებთ, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამზავრებას რომ მიაბეს. ნამდვილად არ გამოუვათ ოპოზიციას დააბრალოს პრორუსულობა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ქართულ პოლიტიკაში რუსული ფაქტორის შემოყვანა”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს, რაც ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან თავად “ქართულ ოცნებას” “გერმანულ მოდელზე"” გადასვლა არ აწყობს და არც პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებს. ოპოზიციის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების შემდეგ, წესით სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირისგან პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები უნდა გამოითხოვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ ცდილობს დესტაბილიზაციას და რა მოხდება თუ “ოცნებამ” გერმანული მოდელი საბოლოოდ უარყო.
„ხელისუფლება არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, არც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატივას, შეიძლება განიხილოს, მაგრამ არ მიიღებს, რადგან „ოცნებას" არ სურს „გერმანულ მოდელზე" გადასვლა. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუხტმა აიწიოს, თუმცა, სიტუაცია განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში დაიძაბება, როდესაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. ხელისუფლება ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას, რადგან თავად ხელისუფლებამ დაარღვია წინაპირობა, როდესაც მოსახლეობას დაპირდა, რომ საარჩევნო კანონს შეცვლიდა... თითქოს მაჟორიტარები წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ასეთი იმიტაცია შეიქმნა, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ დაარღვია თავისი სიტყვა. ამან გამოიწვია ეს ვნებათაღელვაც”, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი