ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება - პოლიტიკურ ოლიმპს პოლიტიკოსთა შვილები უტევენ...

“საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბურჯანაძის, სანიკიძის, ბოკერიას, ბერძენიშვილის შვილები პოლიტიკურ ოლიმპს უტევენ - ქართული პოლიტიკა ოჯახურ ბიზნესს ემსგავსება.

 

 “ქართულ პოლიტიკურ ოჯახებში თაობათა ცვლა ახალი არ არის. მაგალითად, თბილისის დღეს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გასული წლების ცნობილი პოლიტიკოსის, “მრეწველთა” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ვაჟია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ოცნების” უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ასევე გასული ცნობილი პოლიტიკოსის, “სახალხო პარტიის” ყოფილი ლიდერის, გია კობახიძის შვილია. თუმცა, მოქმედი პოლიტიკოსების შვილების აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენამ ბოლო დროს გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო. ისინი აქტიურად არიან ჩაბმული როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მშობლებთან ერთად მნიშვნელოვან შეხვერებშიც იღებენ მონაწილეობას და ქუჩის აქციებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის, ნინო ბურჯანაძის, ვალერი გელბახიანის, გიგა ბოკერიას ვაჟები და სხვები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“მამა-შვილი ბუშები გამოირჩნენ იმით, რომ ორივე პრეზიდენტი გახდა. ძმების პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება კენედების ოჯახს. ასევე არისტოკრატული ოჯახიდან მოივიდა პოლიტიკაში ჩერჩილი. ტრადიციულად კი უფლისწულებს მემკვიდრეობით ერგებოდათ მამების ხვედრი. ეტყობა ეს ნათესაური კავშირები პოლიტიკაშიც ადვილად გადადის... რა თქმა უნდა, საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს იმ თვალსაზრისით, რომ “ის ურჩევია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა”. იდეურადაც მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს. ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება და სასურველიც, თუ მამა პოლიტიკოსებთან შედარებით შვილების პოლიტიკური დონე უფრო მაღალი იქნება, სხვა იქნება მათი პოლიტიკური ენა, მუშტი-კრივსა და ბოქლომებს გასცდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 556 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 09 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.