აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური კომენტარს აკეთებს.
სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 6 დეკემბერს საქართველოს მხრიდან მწყემსმა ცხვრის ჯოგთან ერთად გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეამჩნიეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.
„მესაზღვრეებმა ჯოგის გარეკვა სცადეს, თუმცა მათთან ერთად მყოფი ათამდე ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მესაზღვრეებმა დაშინების მიზნით ჰაერში ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ესროლათ ძაღლების მიმართულებით. შემდეგ კი, მათ შეამჩნიეს მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა. იგი თვის არეში იყო დაჭრილი. მწყემსს აღმოუჩინეს სამედიცინიო დახმარება და იგი გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია უწყების კომენტარში.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებენ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
