გიგა ბოკერია - წინა შეხვედრაზე იძულებულები იყვნენ ეთქვათ, რომ ოპოზიციის შეთავაზებას მრავალმანდატიან ოლქებზე უნდა გაცნობოდნენ - ვნახოთ რა პასუხს მოიტანენ
მათი პოლიტიკური წვალება და წნეხი გაგრძელდება,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს " ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ვიდრე ივანიშვილი გონს არ მოეგება, გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კი მისი იზოლაცია მოხდება.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არ შეცვლილა - სანამ ივანიშვილი და მისი ბანდა არ გადადგამს ნაბიჯს, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა და პირველ რიგში ეს გულისხმობს საარჩევნო სისტემის პროპორციულ გზაზე დაყენებას, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქუჩაში, ქვეყნის შიგნით და მათი იზოლაცია ქვეყნის გარეთ, ძალიან სახიფათო იზოლაცია პერსონალურად ივანიშვილის. ამ შეთანხმების მიღწევის გზა არის მოლაპარაკებების ეს ფორმატი, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მეგობრებმა ჩვენ შემოგვთავაზეს, შეიძლება ითქვას, რომ აიძულეს მმართველი გუნდი დამჯდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. წინა შეხვედრაზე იძულებულები იყვნენ ეთქვათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ შეთავაზებას მრავალმანდატიან ოლქებზე უნდა გაცნობოდნენ და მოეტანათ მათი პასუხი, ვნახოთ, რა პასუხს მოიტანენ. ან ახლა მოიტანენ ამ პასუხს, ან მერე, მანამდე კი მათი პოლიტიკური წვალება და წნეხი გაგრძელდება. მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის გუნდი და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმება, სანამ არ მოეგებიან გონს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
