IRI-ს პრეზიდენტი: IRI-ისა და NDI-ის თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფება, რომელშიც კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ბერაია შედიან.
ისინი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს შეხვდნენ.
ტვაინინგმა შეხვედრა დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე და არასამთავრობო ორგანიზეციების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოხატა:
"ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას IRI. საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და IRI-ს სურს ამის მხარდაჭერა." - თქვა მან.
საქართველოს მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა უკანასკნელ პერიოდში აქტიურად დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა. "იმედის" ეთერში ივანიშვილმა NDI და IRI გააკრიტიკა, მათ კვლევებს არასანდო უწოდა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით აშშ-ის ინტერესებს აზიანებენ.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე IRI-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რენდი შენემანის ლობისტურ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. ამაზე ტვაინინგმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას საქართველოში IRI-ს პროგრამაში არავითარი როლი არ აქვს.
სიახლეები
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა
- “4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით” – მაჭარაშვილი
- “საქართველოს დაანებოს ყველამ თავი - ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა” - კახა კალაძე
- “პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას” - შალვა პაპუაშვილი
- როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას