"ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ"

ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ,

- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და ამით საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა.

 

მისივე თქმით, არსებული აქტივობებით სხვა ბავშვებსაც ეგზავნება მესიჯები, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, სკოლასა და ცხოვრებასთან მიმართებით.

 

„ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს კამპანია არის ძალიან სახიფათო.

 

„გთხოვთ, რომ გავაკეთოთ პირიქით, მეტი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ, მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, საზოგადება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა და ყველას შვილებმა, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ და პოზიტიურ გარემოში, ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.

წაკითხვა 570 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.