რა მოხდება, თუ "ოცნებასთან“ მოალაპარაკება ჩაიშალა - ძაბირაძე ოპოზიციას მკვეთრი განცხადებების კეთებას არ ურჩევს
"იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, იმედგაცრუებული ოპოზიცია მომავალი თვიდან საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას დაიწყებს. ამის შესახებ საუბრობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. თუმცა, ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამას პერსპექტივა არ აქვს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩევს, მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მოხდება, თუ "ოცნებასთან“ მოალაპარაკება ჩაიშალა - ძაბირაძე ოპოზიციას მკვეთრი განცხადებების კეთებას არ ურჩევს
"დღეს, 20 დეკემბერს “ქართულ ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება, სადაც მთავარი განხილვის თემა კვლავ ახალი საარჩევნო სისტემა იქნება. ძაბირაძის თქმით, შეუძლია მშვიდად იყოს ვაშაძე, რადგან არანაირი შეთანხმება არ მოხდება და ვერ მოხდება. საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ალბათ დაიწყებენ, მაგრამ დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ეს იქნება მასობრივი და შეუქცევად ხასიათს მიიღებს.იანვარი მკვდარი თვეა პოლიტიკისთვის, თანაც ოპოზიციას საზოგადოება ჯერ იმ კონდინციამდე არ მიუყვანია, რომ ეროვნული დაუმირჩილებლობის განხორციელება შეძლოს. ამ ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე 30 წლის განმავლობაში ბევრჯერ იყო ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი რეალიზება. დასადგენია რას გულისხმობენ ამ ეროვნულ დაუმორჩილებლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები," - აღნიშნავს გამოცემა.
"გიორგი ვაშაძე 20 დეკემბრის შეხვედრას გადამწყვეტს უწოდებს და ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თუკი მხარეები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, იანვრიდან საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას დაიწყებენ. ვაშაძის თქმით, ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, სრულიად სხვა მასშტაბის და სრულიად სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავროთ „ქართული ოცნება", რადგან საქართველოს დღეს სჭირს უბედურება, ყოველდღიურად, რაღაც კატასტროფა გვჭირს უკვე და ამ უბედურების წარმომავლობა ერთადერთი არის „ქართული ოცნება". ეს უბედურება ჩვენ თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ხალხო, ქვეყანაში რაც ხდება. საშინელ მდგომარეობაში ვარ მეც პირადად ბოლო დღეებია და უფრო და უფრო მეტი იქნება ასეთი, უფრო და უფრო კატასტროფული იქნება, თუ არ დავამთავრეთ ეს უბედურება," - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ამას ჰქვია სამართლებრივი თაღლითობა, როდესაც შეგაქვს სარჩელი იმ სასამართლოში, რომლის უფლებამოსილებასა და კომპეტენციაში არ არის განიხილოს ის საკითხი, რომელსაც შენ მას სთხოვ " - კახა კახიშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია