ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი?

"თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება.

სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს. "თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი",- განაცხადა ერდოღანმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი - თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

 

"საგარეო ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მიგრანტების საკითხია, დასავლეთისგან სავარაუდო სანქციების შემოღების შესაჩერებლად. „თურქეთს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც დღეს ხელში უჭირავს, დასავლეთის მხრიდან სავარაუდო სანქციების შემოღების შესაჩერებლად, სწორედ ლტოლვილების საკითხია.

 

"ცნობილია, რომ თურქეთის საზღვრისპირა რაიონების ბანაკებში, რამდენიმე მილიონი ლტოლვილია განლაგებული, რომელთა ევროპისკენ მიგრაციის შეკავება რამდენიმე წლის წინ თურქეთმა თავის თავზე აიღო, როგორც ნატოს წევრსა და ევროპის ქვეყნების პარტნიორი ქვეყნის ვალდებულება, რომლის სანაცვლოდ თურქეთი გარდა სხვა ბენეფიტებისა, სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ითხოვდა იმისათვის, რომ შეძლებოდა გამკლავებოდა ამ ლტოლვილთა უზარმაზარ მასას. „რამდენადაც მახსოვს, ერდოღანი ევროპას ხშირად საყვედურობდა, რომ თავისი წილი ვალდებულება არ შეასრულა თურქეთის წინაშე და არ ჩაურიცხა ის თანხა, რომელიც დაპირების შესაბამისი იყო. „მას მერე თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კიდევ გამწვავდა, განსაკუთრებული სიმპტომები აშშ-დან იგრძნობა, სომხების გენოციდის აღიარება და სანქციების დაპირება ეს-400-ების შეძენის გამო, ხოლო თურქეთის მხრიდან კი ერდოღანმა თქვა, რომ სანქციების საპასუხოდ არ გამოვრიცხავთ, რომ თურქეთიდან აშშ-ს ორივე, როგორც სამხედრო საჰაერო, ისე რადიოსალოკაციო ბაზის გაყვანის საკითხი დავაყენო დღის წესრიგშიო. "ამ ფონზე სრულიად გასაგებია, რომ თურქეთი ლტოლვილთა ახალი მასის შეკავებას აღარ შეეცდება, იმიტომ, რომ იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორებმა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს და მათ შორის ლტოლვილთა საკითხებშიც და არაა გამორიცხული, რომ თურქეთმა ევროპაზე ზეწოლისთვის ამჯერად ლტოლვილთა საკითი მნიშნელოვან ბერკეტად გამოიყენოს, ადრე იმუქრებოდა, დღეს შეიძლება რეალობად აქციოს" - აცხადებს იგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მისივე თქმით, მიგრანტთა ახალი ნაკადი საქართველოში შემოყვანაზე მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სირიაში როგორც აშშ-ს ისე რუსეთის ინტერესები იკვეთება. „რაც შეეხება ლტოლვილების საქართველოში შემოყვანას, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის იმდენი დამაზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლება დღეს ხარაკირის რეჟიმშია გადასული და არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც თურქეთისთვის გარკვეული თანხმობა მიეცა, მაგრამ საბედნიეროდ ის ამ გადაწყვეტილებაში მარტო ვერ იქნება, ის ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ სირია ის ბრძოლის ველია, სადაც აშშ-სა და რუსეთის ინტერესები იკვეთება, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს უნდა შეუთანხმოს, თუ საუბარი იქნება ლტოლვილთა დიდი მასის შემოსვლაზე”,- დასძენს გამოცემა.

 

"ჩვენი ცხოვრებიდან და უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობიდან გამომდინარე,რამდენიმე ასეული ლტოლვილიც დიდი მასაა, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" ამას ვერც რუსეთის და ვერც აშშ-ს დაუკითხავად ვერ გაბედავს" - განაცხადა ლაგაზიძემ”, შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისმევლუთ ჩავუშოღლუს შორის შეხვედრა შედგა, მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 784 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.