November 22, 2024

განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი,

- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი ახარებდა ვაზს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა.

 

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდ ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას. პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს და როგორც მე ვიცი, ამ ჯიშების რამდენიმე ძირიღა იყო შემორჩენილი და სწორედ ბატონი ბიძინას ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, ვინც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“,- განაცხადა ჩხენკელმა.

წაკითხვა 672 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.