“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას”
“აფხაზეთში ამ პროცესები უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი. გახსოვთ, ის ხაჯიმბას მიერ იქნა გადაყენებელი და ზუსტად ანქვაბი რომ გადააყენეს, სწორედ ამ პროცესების უკან იდგა რუსეთი, ხაჯიმბას მეთაურიბით. ანქვაბი იყო პროაფხაზური პოლიტიკოსი და არა პრორუსი. მან გააკეთა ყველაფერი ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სამხედრო ბაზები თავს თავისუფლად არ გრძობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სულ პრობლემებს უქმნიდა მათ. როდესაც მოვიდა ხაჯიმბა რუსულ ბაზებთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომ არანაირი პასუხისმგებლობა დანაშაულთან დაკავშირებით რუსი ჯარისკაცების არ დგება, რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო მაღლა დგას ვიდრე აფხაზეთის. დაიწყო კრიმინალური მმართველობა...”, - აცხადებს ექსპარლამენტარი პაატა დავითაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით - "ხაჯიმბას დღეები დათვლილია, აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” / პაატა დავითაია” - აფხაზეთში რუსეთის საწინააღმდეგო სცენარი ხორციელდება, მაგრამ ის არ არის საქართველოსთვის სასიკეთო”.
“ანქვაბის პერიოდში კანონიერი ქურდები არ იმყოფებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა ისევ დაბრუნდნენ. რუსეთმა დაიწყო სერიოზული პარპაში აფხაზეთში და გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი ძალიან დიდი. შემოვიდა რუსული ბიზნესი, თანაც ძალიან დიდი დოზით. ამან გამოიწვია აქ დიდი უკმაყოფილება. აფხაზებს ფული არა აქვთ, ამან გამოიწვია ის, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა პროაფხაზური ძალების დაბრუნება. ცხადია, ახლა ანქვაბი ვეღარ იქნებოდა პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე შეარჩია ბჟანია, რომელიც მისი კანდიდატურაა. ეს ბჟანია კი აიღეს და მოწამლეს! ამან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამდენი ხანი ეს კაცი მკურნალობდა და ოპოზიციურმა კანდიდატმა კვიცინიამ, რომელმაც ბჟანია ჩაანაცვლა არჩევნები მოიგო, მაგრამ პუტინის პირადი ბრძანებით სპეცსამსახურების ჩარევა მოხდა, გაამარჯვებინეს ხაჯიმბას და ამან გამოიწვია მოსახლეობის დიდი გაღიზიანება. როდესა ბჟანია დაბრუნდა, სასამართლოში ხდებოდა ამ საკითხის განხილვა, სასამართლომ საკითხის დაუშვებლობა ცნო და ამის უკან ისევ რუსეთი იდგა - ეს იყო ბოლო წვეთი და ამან გამოიყვენე ხალხი ქუჩაში...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.
“ხაჯიმბას დღეები დათვლილია. ყველა განუდგა - პარლამენტიც და ხალხიც. იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან მთელი ამ პროცესის უკან დგანან ე.წ. ომის გმირები - მათ წინააღმდეგ იარაღს ვერავინ აიღებს. თუ იარაღი რუსებმა აიღეს, ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია, ძალიან მკვეთრი!.. უახლოეს პერიოდში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები და არ ვიცი როგორ ჩამოყალიბდებიან - ბჟანია იქნება კანდიდატი თუ კვიცინია. ჩემი აზრით, ორივე იქნება - პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები და აქედან გამომდინარე, ესენი მოიგებენ ამ არჩევნებს”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჩვენ თუ გვაქვს მცირედი შანსი, პროცესები ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ?” - პასუხობს:
“ეს კანდიდატები პრორუსულები არ არიან, პროაფხაზები არიან და სამწუხაროდ, მათ მართლა სჯერათ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი. მათი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთს გაურთულდება მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისეთი თავისუფლება აღარ ექნება, როგორც ხაჯიმბას პერიოდში. მერე დანარჩენი ჩვენს და მათ მარიფათზეა დამოკიდებული. რაღაცა მარცვლის ჩაგდები შანსი ჩნდება თუ სწორად ვიმოქმედებთ, რაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ ეტყობა”
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში