November 22, 2024

NDI-ის გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ.

უარყოფითი დამოკიდებულება კახა კალაძის მიმართ გამოკითხულთა 22-მა პროცენტმა გამოხატა, დავით ბაქრაძის მიმართ კი, 21%-მა. კახა კალაძის შემთხვევაში 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 4% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ამბობს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი. კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძის მიმართ 35%-ს არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი.

 

ამავე კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის;

 

კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 27% -ს აქვს, მას უარყოფითად 34% აფასებს. 30% ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ თუ უარყოფითი პასუხობს, რომ არ იცის.

 

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ. 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.

 

სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 13% გამოხატავს, უარყოფითი დამოკიდებულება 49%-ს აქვს, 33 % ამბობს, რომ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს მის მიმართ.

 

გამოკითხვის თანახმად, შალვა ნათელაშვილს დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს, უარყოფითად - 25%, 36% ამბობს, რომ მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 5% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ, 5% პასუხად კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის როგორი დამოკიდებულება აქვს.

 

გამოკითხულთა 20% აფასებს დადებითად ალეკო ელისაშვილს და ასევე, 20% უარყოფითად.

 

გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს ელენე ხოშტარიას, 26% - უარყოფითად; შალვა შავგულიძეს დადებითად გამოკითხულთა 15% აფასებს და 19% - უარყოფითად; თამარ ჩუგოშვილს დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს, ხოლო უარყოფითად - 20%, დავით უსუფაშვილს 18% დადებითად აფასებს, 26% - უარყოფითად; გიორგი ვაშაძეს 19% დადებითად აფასებს, 30% - უარყოფითად; ლევან ხაბეიშვილს 8% აფასებს დადებითად, 19% - უარყოფითად; ხათუნა სამნიძეს 4% დადებითად აფასებს, 16% - უარყოფითად; გიგი წერეთელს 15% დადებითად აფასებს, 28% - უარყოფითად; მამუკა მდინარაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 14%-მა პროცენტმა გამოხატა, 29%-მა კი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. სალომე სამადაშვილი გამოკითხულთა 11-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად, 26-მა უარყოფითად. გია ვოლსკის მიმართ გამოკითხულთა 16 პროცენტი აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას, ხოლო 32% უარყოფითს. 16% აფასებს არჩილ თალაკვაძეს დადებითად, 32% - უარყოფითად; ირმა ინაშვილს 18% აფასებს დადებითად, 35% უარყოფითად; ნინო ბურჯანაძეს 17% აფასებს დადებითად, 35% - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძეს 20% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ნიკა მელიას 19% აფასებს დადებითად, 37% - უარყოფითად; გიგი უგულავას 16% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად; ზურაბ ჯაფარიძეს 8% აფასებს დადებითად, 39 - უარყოფითად; ეკა ბესელიას 10% აფასებს დადებითად, 41% კი უარყოფითად აფასებს.

 

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

 

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

წაკითხვა 557 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.