რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
“დაიწყება თუ არა უახლოეს პერიოდში კახი კალაძის გარემოცვის დაკავება და ვის აფრთხილებს დედაქალაქის მერი, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუკი კორუფციაში ვინმე შემჩნეული იქნება.
რა ინფორმაცია აქვს თავად კალაძეს და რატომ ალაპარაკდა ოპოზიცია, რომ შესაძლოა ქალაქის მერმა "ქართული ოცნება“ დატოვოს.უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კალაძის მაღალი რეიტინგი ივანიშვილს აღიზიანებს. ფაქტია, რომ ივანიშვილის განწყობის შესახებ თავად კალაძემაც იცის, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციას შეუთვალა "თქვანთან ვარო". მხოლოდ მერობის ვადის დასრულება ითხოვა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი / “კალაძე შესაძლოა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებში, როგორც ახალი ოპოზიციური ფიგურა თავად გამოიყენოს”
"სწორედ აქ ხედავს ანალიტიკოსების ნაწილი შესაძლო სცენარს, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ თავად ივანიშვილის მიერ იყოს გათამაშებული. მათი აზრით, თუ კი ივანიშვილს მოლოდინი აქვს, რომ 2020 წლისთვის „ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვოს უმრავლესობით, მაშინ მას ისეთი ოპოზიცია დასჭირდება, რომელსაც ენდობა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ოპოზიცია შევარდნაძის სცენარის მსგავსად, როცა მას სააკაშვილი გამოეყო, კალაძე ამ სცენარის შემსრულებლად ვიხილოთ. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო დროს კალაძე საკამოდ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩინდა და ის "ოცნების“ პოლიტიკოსების ფონზე საზოგადოებაში დადებით პიროვნებად სახელდება. ამიტომაც, მის ირგვლივ სცენარის განვითარების სხვადასხვა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილს ახლა კალაძის ოპოზიციაში წასვლა საკმაოდ დააზიანებს და მისი დაკავებაც რომ უნდოდეს, ამას არ გააკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"თბილისის მერმა კახა კალაძემ კი 15 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. "არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული,“-აღნიშნა კახა კალაძემ. “კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს და ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება”, - ამის შესახებ " კი სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსში“ განაცხადა. „თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაწყება. მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუს-ის ანტიკორუფციულის წარმომადგენელი. “თუ ვინმე კისერს მოუგრეხს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღედღეზე. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ. კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩაფლული. ეს იქნება იტალიაში შესყიდვები, თუ სამშენებლო ბიზნესი და "არქი ჯგუფი“. კორუფციაში, თავიდან ბოლომდე, თვითონ არის ჩართული. ყველაფერში ფულს იღებს, რაშიც შეიძლება იღებდეს",-განაცხადა ელისაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.
"მისი თქმით, კორუფციას არც ივანიშვილი ებრძვის და არც კალაძე, „უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს კალაძის ფაქტორები აღიზიანებს". "ჩემი ინფორმაციით, ბოლო დროს კალაძემ, (ჩემთან არა, იმიტომ რომ მე და მას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს) ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეუთვალა, "რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტები“ და ა.შ.“, - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, თუ ვის შეუთვალა კახა კალაძემ, ესეც გაირკვევა. ელისაშვილი კალაძის ამ განცხადებას თავდაცვის ნაბიჯად აღიქვამს. მისი თქმით, ამ განცხადებით შესაძლოა კალაძე კორუფციული ფაქტების გასაჯაროებას ელოდება და ამ გზით თავის დაცვას ცდილობს. კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. მერმა ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბინძური ბრალდებები და შეურაცხყოფა უწოდა. მერი ოპონენტს “უბინძურეს ადამიანად” მოიხსენიებს. „ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ელისაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებზე თავშეკავებული ვიყო. საკუთარ თავს არ ვაკადრებ ვუპასუხო ბატონ ელისაშვილს ისე, რისი ღირსიც არის. ამით პატივს ჩემს თავს და მის ოჯახს ვცემ. ბატონი ელისაშვილი ყველაზე უბინძურესი ადამიანია, რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, სხვას მეტს არაფერს ვიტყვი”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას”, - დასძენს გამოცემა.
"მმართველი გუნდის წევრი და დეპუტატი ნუკრი ქანთარია კი კალაძის ირგვლივ ოპოზიიცის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას "რეზონანსთან“ აფასებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ვაჭრობაა. მისი თქმით, გასაკვირი იმაში არაფერია, რომ კალაძე საკუთარ თანამშრომლებს კორუფციასთან დაკავშირებით აფრთხილებს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მისი პირადი მოვალეობაა და ამაზე კუდის გამობმა არასერიოზულია. „ძალიან კარგია, რომ კალაძემ მერიის თანამშრომლები გააფრთხილა. ახალ ის, რომ ამას კუდები მოება და ვხედავთ რა განცხადებებიც კეთდება, არასერიოზულია. ახლა უკვე საარჩევნო წელი დაიწყო და ელისაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ყველა სავაჭროდ გამოვა. ნებისმიერ რამეს მოიფიქრებენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგდოება ამას აბსოულუტურად მშვიდად შეხედავს. “ყველა მათგანი სიმართლე იქნება თუ ტყული, აი ამ საარჩევნო ბაზარზე სავაჭროდ ნებისმიერ თემას გამოიტანს და საზოგადოების თვალში ქულების დაწერას შეეცდებიან. მგონია, რომ მსგავსი პასაჟები ახლა ყოველდღიურად იქნება და გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ვინ საუბრობს ან რით ამტკიცებენ იმას, რომ კალაძე რამე კორუფციაშია ჩაფლული, პროკურატურამ გააკეთა ამაზე განცხადება?- არა, დანარჩენი ყველაფერი კი რასაც ოპოზიცია იტყვის, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა“,-აცხადებს ნუკრი ქანთარია "რეზონანსთან“, - წერს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩეევნებისთვის ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში ისეთი სანდო პირი და ფიგურა დასჭირდეს როგორიც კალაძეა. მისი აზრით, ერთ-ერთ ვერსიად შესაძლოა ის იყოს განხილული, რომ შევარდნაძის და სააკაშვილის მსგავსად, "ოცნებაშივე“ ახალი ოპოზიციური ჯგუფი წარმოიქმნას, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლების ალტერნატივა გახდეს. ამიტომაც კალაძემ თუ ოპოზიციას შეუთვალა, რომ მას მერის ვადის ამოწურვამდე აცადონ, ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს, რადგანაც მას ვადა 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ეწურება. "არ ვიცი მერიაში რა კორუფციული სქემებია და რა ხდება, მაგრამ კალაძე, რომ ბოლო დროს საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა, ფაქტია. ამიტომაც არ მგონია, რომ ივანიშვილს მისი დაჭერა სურდეს. შესაძლოა მერიაში რაიმე ხმაურიანი დაკავებები მართლაც მოხდეს, მაგრამ ამის უკან ვის რა გეგმები ექნება ეს სხვაა. “კალაძე შესაძლოა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებში, როგორც ახალი ოპოზიციური ფიგურა თავად გამოიყენოს. თუ კი მას იმედი არ ექნება, რომ ამ არჩევნებზე "ოცნება“ კველავ ხელისუფლებაში მოვა, ამ კარტის გათამაშებაზეც წავა. მას დასჭირდება სანდო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ალტერნატივა გახდება. ამიტომაც არ მგონია, რომ ის კალაძის მოშორებას აპირებდეს“, - აცხადებს "რეზონანსთან“ ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი